weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 36 დაკარგულად ითვლება

11:48 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

ბოლო ინფორმაციით, ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო და გასართობ ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ დღეს პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. კიდევ 36 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას. მთელი ღამე ნანგრევებში ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა - მაშველები, პოლიციელები, ექიმები და მოხალისეები“, – განაცხადა ლუნინმა.

სავაჭრო-გასართობ ცენტრს რუსული რაკეტა ორშაბათს მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერორისტული აქტი, რუსეთს კი ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. მისი თქმით, რუსეთმა წინასწარ გათვალა შუა ქალაქში, სავაჭრო ცენტრზე დარტყმა, სადაც ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადებამდე იქ ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ბევრმა მოახერხა გამოსვლა. გამოიყვანეს, მაგრამ შუა ნაწილში ისევ იყვნენ იქ დასაქმებულებისა და ვიზიტორების ნაწილი. რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. ეს ფაქტია და ეს უნდა გახდეს იურიდიული ფაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის ყიდვა ან ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება და რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ტერორისტებისთვის ფულის მიცემას ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]