weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

ლონდონში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

17:54 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 hits 1026

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების წინასწარი შედეგებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხის მოსაკლავად იყო გამიზნული, თუმცა სათანადოდ არ იმუშავა.

ექსპერტების განცხადებით, მოწყობილობაში მცირე აფეთქება მოხდა და არა დეტონაცია.

აფეთქება, რომელსაც სამართალდამცავები ტერაქტის მუხლით იძიებენ, „პარსონს გრინის“ მეტროსადგურთან, ვაგონში დღეს დილით მოხდა. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ აფეთქდა „თეთრი ვედრო“, რომელიც ვაგონში იყო დატოვებული.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დღის ბოლოს მომხდართან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

ლონდონის ტერაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო. ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს შეტევა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოებაზე. მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს და უზრუნველვყოფთ მშვიდობიან მომავალს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლონდონში ტერაქტი მოხდა ივნისშიც. ლონდონის ხიდზე, თავდამსხმელებმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დააჯახეს, რის შემდეგად ახლოს მდებარე ბარებსა და რესტორნებში ცივი იარაღით რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. ტერაქტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]