weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერს ჩატარდება

09:15 შაბათი, 16 სექტემბერი 2017 hits 1944

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, რეფერენდუმი, რომელსაც ბაღდადი ეწინააღმდეგება, 25 სექტემბერს ჩატარდება. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტმა, მასუდ ბარზანიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი არ გადაიდება.

ქურთი პარლამენტარები ავტონომიური რეგიონის დედაქალაქში, ერბილში ორი წლის შემდეგ პირველად 15 სექტემბერს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ჩაატარონ რეფერენდუმი, რომელზეც მიმდინარე წლის დასაწყისშიც საუბრობდნენ.

რეფერენდუმთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს ერაყის მეზობლებმა - ირანმა და თურქეთმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მასუდ ბარზანის გადაწყვეტილება რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარებაზე "ძალიან მცდარია".

მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თეთრი სახლიც, რომელმაც ქურთისტანის რეგიონის მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების გაუქმებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ის ყურადღებას გადაიტანს უფრო მნიშვნელოვანი საკითხიდან, როგორიცაა ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა. აგვისტოში, მოსალოდნელი რეფერენდუმის გაუქმების თხოვნით მასუდ ბარზანის აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მიმართა.

ერაყელი ქურთების ლიდერი ბარზანი ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას 2014 წელსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ სადავო რაიონების, მათ შორის ქალაქ კირკუკის საკითხი წყდებოდა. ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" შეტევის შემდეგ ერაყის არმიამ ეს ქალაქი დატოვა, რის შემდეგაც კონტროლი ერაყელმა ქურთებმა მოიპოვეს.

იმ შემთხვევაშიც თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს, ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ავტომატურად არ მოხდება. ამისთვის საჭირო იქნება ერაყის მთავრობის მხარდაჭრის მოპოვება, რომელიც ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქურთისტანის დამოუკიდებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]