weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ავღანეთში თალიბების თავდასხმისას ერთი რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა

12:09 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

რუმინეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ავღანეთში 15 სექტემბერს სამხედრო პატრულზე დანაღმული ავტომობილით მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

NATO-ს სარდლობით მოქმედ კოალიციაში მყოფი რუმინელი ჯარისკაცები თავდასხმის მომენტში პატრულირებას ახორციელებდნენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყანდაარის პროვინციაში. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ 7 უცხოელი ჯარისკაცი მოკლა.

რუმინეთს, რომელიც 2004 წლიდანაა NATO-ს წევრი, ავღანეთში მიმდინარე სართაშორისო სამხედრო ოპერაციაში 620 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]