weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მხარს ვუჭერთ უკრაინის წინააღმდეგობას დამოუკიდებლობისთვის – „ბაირაქტარის“ მწარმოებელი

15:50 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

თურქული უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების Bayraktar TB2-ის მაწარმოებელი კომპანია Baykar-ის გენერალურმა მენეჯერმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ რუსეთს ამ ტექნოლოგიას არასოდეს მიაწვდიან.

„ჩვენ მათთვის არაფერი მიგვიწოდებია, არაფრით მოგვიმარაგებია და არასოდეს გავაკეთებთ ასეთ რამეს, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მხარს ვუჭერთ მის წინააღმდეგობას დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა მან CNN-ის ეთერში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები „ბაირაქტარებს“ აქტიურად იყენებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჰალუქ ბაირაქტარის თქმით, ამაყობენ იმით, რომ Bayraktar TB2 უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

„როგორც იცით, უკრაინა ძალიან ძლიერი აგრესიის და არაპროპორციული თავდასხმების წინაშეა. თავს ესხმიან მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კულტურას. Bayraktar TB2 ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და გვეამაყება, რომ ამის ნაწილი ვართ“.

ჰალუქ ბაირაქტარის ინფორმაციით, უკრაინას სამი აპარატი უსასყიდლოდ გადასცეს და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინელებმა მეტი თურქული უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად ფულის შეგროვება დაიწყეს.

ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ უკრაინა Bayraktar TB2-ს ომამდეც იყენებდა და უკრაინელ ოპერატორებს მისი მართვის კარგი უნარები აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]