weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ათენთან ახლოს ძლიერ ხანძარს ებრძვიან

11:10 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022

ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, პენტელის მთის ფერდობზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე და ათამდე ვერტმფრენი ცდილობს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე 13 სახლი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი და ცვალებადი მიმართულების ქარი უშლის.

„ამ არახელსაყრელ პირობებში, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ადამიანის სიცოცხლის დაცვა და რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის, ასევე მოქალაქეების კერძო საკუთრების დაცვა. საბერძნეთის პოლიციის ძალებმა 600 ადამიანი უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, – განაცხადა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იოანის არტოფიოსმა.

წუხელ ხანძარი კარგად შესამჩნევი იყო ათენის ცენტრიდან. ღამით გადაღებულ ფოტოებზე მისი შუქით განათებული აკროპოლისი და პართენონი ჩანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]