weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ოლენა ზელენსკა კონგრესს: ვითხოვ იმას, რისი თხოვნაც არასოდეს მომინდებოდა, იარაღს გთხოვთ!

11:39 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა და ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, მეტი დახმარება გაუწიონ მის ქვეყანას.

„ახლა ვითხოვ იმას, რისი თხოვნაც არასოდეს მომინდებოდა. იარაღს გთხოვთ! იარაღს არა უცხო მიწაზე ომის საწარმოებლად, არამედ თქვენი სახლის დასაცავად და ამ სახლში ცოცხლად გაღვიძების უფლებისთვის. მე გთხოვთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იმისთვის, რომ რაკეტებმა ბავშვები ეტლებში არ დახოცონ, რომ არ გაანადგურონ ბავშვების ოთახები და მთლიანად ოჯახები“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

ზელენსკამ 15-წუთიანი გამოსვლისის დროს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს აჩვენა იმ ბავშვების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, მოკლეს ან მძიმედ დაჭრეს.

„ეს არის ადამიანური ტრაგედიები, რომლებიც პირდაპირ ჩვენს თვალწინ მოხდა. უდანაშაულო ხალხი იქნა დახოცილი. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინელები იყვნენ. ეს გენოციდია. ეს ის არის, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ოლენა ზელენსკას თქმით, კითხვაზე, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს და რამდენი ოჯახი უნდა განადგურდეს, პასუხი ვაშინგტონშია.

„დაგვეხმარეთ, რომ შევაჩეროთ ეს ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ და ეს იქნება ჩვენი საერთო დიდი გამარჯვება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის სახელით“, – თქვა ზელენსკამ.

ოლენა ზელენსკა უცხო ქვეყნის ლიდერის პირველი ცოლია, რომელიც აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, იმ დროს, როდესაც რუსეთი კლავს, ამერიკა იცავს, რისთვისაც მადლიერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]