weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ის სენატი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს

19:13 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

რეზოლუციის მიხედვით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში მისი ქმედებების გამო, რამაც უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ბავშვისა და ქალის სიკვდილი გამოიწვია.

ანალოგიური რეზოლუცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც არის წარდგენილი და მოსალოდნელია, რომ მისი სპიკერი, ნენსი პელოსი დოკუმენტის ძლიერი მხარდამჭერი იქნება.

როგორც The New York Times წერს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობის უფლება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს, თუმცა სენატის მიერ რეზოლუციის მიღება კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ბაიდენის ადმინისტრაციაზე.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარების მოთხოვნით კონგრესის ორივე პალატას უკრაინის უმაღლესმა რადამ 3 მაისს მიმართა.

ამ დროისთვის აშშ-ს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია ჰყავს შეყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]