weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა შეაჩერა

17:35 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

რუსეთის ფედერაციაში ლატვიის საელჩომ რუსეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. როგორც საელჩო აცხადებს, გამონაკლისია მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როცა ლატვიაში შესვლის მიზანი ახლო ნათესავის დაკრძალვაზე დასწრებაა.

ლატვიის საელჩომ განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტებული არ არის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაზე უარი თქვა, თუმცა შესაძლებელი იყო დასაქმებისთვის გრძელვადიანი ან ჰუმანიტარული მიზეზიების გამო მოკლევადიანი ვიზის მისაღებად განცხადების წარდგენა. თითოეულ შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილებოდა.

31 ივლისს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, მის მოქალაქეებზე კი ტურისტული ვიზების გაცემა აკრძალოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]