weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

Washington Post: ყირიმში რუსეთის აეროდრომზე აფეთქებები უკრაინელების მუშაობის შედეგი იყო

16:25 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 9 აგვისტოს, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის რაიონში მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების მუშაობის შედეგი იყო.

ოფიციალურ პირს, რომელიც Washington Post-ს ანონიმურობის დაცვის პირობთ ესაუბრა, ოპერაციის დეტალები არ გაუმჟღავნებია.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედრო აეროდრომზე 9 რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა.

უკრაინის ხელისუფლება არც ადასტურებს და არც უარყოფს უკრაინელების მონაწილეობას თავდასხმაში. 9 აგვისტოს, დღის ბოლოს გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არც აეროდრომი ახსენა და არც აფეთქებები, თუმცა თქვა, რომ ყირიმი უკრაინაა და მას არასოდეს დათმობენ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის ეს ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმით - მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 15:20 საათზე, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა. ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ დაღუპულია ერთი და დაშავებულია ცხრა ადამიანი.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა Washington Post ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინამ განახორციელა და შეერთებული შტატებისგან მიღებული იარაღი არ ყოფილა გამოყენებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]