weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

FT: ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას აპირებს

12:59 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ფედერაციასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების საკითხს 30-31 აგვისტოს, პრაღაში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

აღნიშნული შეთანხმება რუსეთსა და ვეროკავშირს შორის 2007 წლიდან მოქმედებს. მისი შეჩერების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში სამოგზაუროდ ტურისტული ვიზების მისაღებად მეტი თანხის გადახდა და ბევრი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რაც ვიზების გაცემის პროცესს გაახანგრძლივებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მიცემის აკრძალვა მოითხოვეს. ამ იდეის მოწინააღმდეგეთა შორის საფრანგეთი და გერმანია არიან. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ თუ სანქციები მიმართული იქნება ყველას, მათ შორის, „სრულიად უდანაშაულო ადამიანების“ წინააღმდეგაც, ეს მათ ეფექტურობას შეასუსტებს.

 

ამ თემაზე:

ესტონეთი მის მიერ გაცემული შენგენის ვიზის მქონე რუსებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

ესტონეთის პრემიერი: „ტურიზმი რუსეთიდან ახლავე უნდა დასრულდეს“

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი EU-ს მოუწოდებს, რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემა აკრძალოს

ფინეთში რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]