weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთში კინოფილმ „მატილდასთან“ დაკავშირებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

11:53 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია მოძრაობა „ქრისტიანული სახელმწიფო - წმინდა რუსეთის“ ლიდერი ალექსანდრ კალინინი, რომელიც ეჭვმიტანილია კინოფილმ „მატილდას“ რეჟისორის, ალექსეი უჩიტელის ადვოკატის ოფისთან ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით. ამავე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე მანამდე დაკავებულ იქნა სამი პირი.

ალექსანდრ კალინინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს საწვავით სავსე ჭურჭელი და პროკლამაციები წარწერით „მატილდასთვის დაიწვები“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ირინა ვოლკის განცხადებით, მანქანის დაწვაში ეჭვმიტანილი ერთი პირი მოსკოვში დააკავეს, ორი კი - მოსკოვის სამხრეთით, 450-მდე კილომეტრში მდებარე ლიპეცკის ოლქში.

ისტორიული ჟანრის რომანტიკულ ფილმ „მატილდას“, რომელშიც მოთხრობილია მეფე ნიკოლოზ II-სა და პოლონელი ბალერინა ქალის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი, რუსი რადიკალი მონარქისტები და მართლმადიდებლები უპირისპირდებიან. ფილმის გარშემო დაწყებული მწვავე დაპირისპირება და ძალადობის აქტები კრემლის ბევრ ოპონენტს მიაჩნია პრეზიდენტ პუტინის ბოლო წლების პოპულისტური კურსის, „ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე“ აპელირების ერთ-ერთ შედეგად.

ფილმი მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო დუმის ახალგაზრდა დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამაც. მისი აზრით, რომანოვების სამეფო სახლის შესახებ არსებული ფილმი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს, რასაც რუსეთში უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია იზიარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]