weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინამ შავ სიაში ზურაბ წერეთელი, სტივენ სიგალი და ემირ კუსტურიცაც შეიყვანა

10:52 შაბათი, 23 სექტემბერი 2017
ფოტოზე ვლადიმერ პუტინი და სტივენ სიგალი ფოტოზე ვლადიმერ პუტინი და სტივენ სიგალი

უკრაინის კულტურის სამინისტრომ უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. "შავ სიაში" დამატებით 27 ადამიანი შეყვანა, რომლებიც ეროვნული უსაფთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კულტურის სამინისტროს "შავ სიაში" მოხვდნენ ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი და სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა.

"შავ სიაში" არიან რუსული ესტრადის წარმომადგენლები ნადეჟდა ბაბკინა და სტას პიეხა, ასევე ბალერონი ნიკოლაი ცისკარიძე.

"კომსომოლსკაია პრავადას" ინფორმაციით, ტელეკომპანიებს და რადოსადგურებს ეკრძალებათ იმ ფილმების, სერიალების, კონცერტების, გადაცემების გაშვება, რომლებშიც "შავ სიაში" მოხვედრილი ადამიანები მონაწილეობენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიანიჭა და კრემლშიც უმასპინძლა. ემირ კუსტურიცა ღიად უჭერს მხარს რუსეთის საოკუპაციო მოქმედებებს. წელს მან ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა, 2009 წელს კი კრემლის მიწვევით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება, ზურაბ წერეთელს, ის 2003 წლიდან რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყანაში მოღვაწეობს.

უკრაინის კულტურის სამნისტრომ რუსი ხელოვანების ე.წ. "შავი სია" 2015 წელს შექმნა. თავდაპირველად მასში 14 ადამიანი შეიყვანეს. ბოლო ორ წელიწადში კი სია გაიზარდა და 100 ადამიანს გადააჭარბა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]