weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კატალონია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადებას განაგრძობს

12:41 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

კატალონიის რეგიონის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ 1-ელ ოქტომბრის რეფერენდუმისათვის მზადებას ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც აგრძლებს.

ამჯერად ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია და იგი გახდა „ინსტრუმენტი“ დიქტატორების ხელში.

ოფიციალურმა მადრიდმა მიმართა ზომებს, რათა კატალონიაში ვერ გამოიყენონ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა და სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლებმა მოახდინეს საარჩევნო ბიულეტენების დიდი ნაწილის კონფისკაცია. კატალონიაში გაგზავნილ 4000-ზე მეტ სამართალდამცავს ევალება საარჩევნო უბნების დახურვა. მადრიდში დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ ესპანეთის ერთიანობის მომხრეები.

კატალონიაში 5.3 მილიონ ადამიანს აქვს საარჩევნო ხმა, მაგრამ ბევრი, ვინც მხარს არ უჭერს დამოუკიდებლობას, ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას რეფერენდუმში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]