weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რამდენიმე აფეთქების შედეგად დამასკოში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

12:23 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს ცნობას, რომ პოლიციის განყოფილების მახლობლად ჯერ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, შემდეგ კი თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

აფეთქებების შესახებ იუწყება სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროც. მისი ცნობით, დაღუპულებს შორის სამოქალაქო პირები და პოლიციელები არიან, თუმცა სამინისტრო არაფერს ამბობს მსხვერპლთა რიცხვზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]