weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

11:34 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

თურქეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგადო თხი ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჰაქიარის პროვინციაში, ირანთან საზღვრის მახლობლად მოხდა.

ჰაქიარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოთხი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

ინციდენტის ადგილზე შეიარაღებული სამთავრობო ფორმირებებია გაგზავნილი.

თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ 1984 წელს სეპარატისტული ამბოხი დაიწყო, ბრძოლას 40 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]