weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

01:37 ორშაბათი, 08 მაისი 2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტული მოძრაობის En Marche! ("წინ") ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 65,5% დააგროვა და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა. ლე პენმა ხმების 34,5% აიღო.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

"მსურს, იმედის და განახლებული ნდობის ფურცელი ვიყო. გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას, უსაფრთხოებას, იბრძოლებს გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ. მზად ვარ, მთავარ გამოწვევებს ვუპასუხო", - განაცხადა მაკრონმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი აღიარა ეროვნული ფრონტის კანდიდატმა მარინ ლე პენმა. მან მაკრონს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უსურვა. ლე პენმა მადლობა გადაუხადა 11 მილიონ ადამიანს, რომელმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა და აღნიშნა, რომ ფრანგებს არჩევანის გაკეთება "პატრიოტებსა და გლობალისტებს" შორის მოუხდათ.

ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. 1958 წლის შემდეგ ის ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთის ორ ძირითად პარტიას - „საფრანგეთის სოციალისტური პარტია“ (PS) და „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (UMP) - არ წარმოადგენს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]