weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სირიაში რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ ჩამოვარდა

14:09 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ სირიაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც მისი ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ხმეიმიმის ავიაბაზაზე დღეს დილით მოხდა.

აფრენის დროს თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და  გადატრიალდა. პილოტებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა თვითმფრინავის გაუმართაობა გამხდარიყო.

სირიაში რუსეთმა უკვე მეორე „სუ-24“ დაკარგა. პირველი შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქულმა ავია გამანადგურებელმა ჩამოაგდო. მაშინ თურქეთმა მიიჩნია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე უნებართვოდ დაარღვია.

„სუ-24“ საბჭოთა კავშირში მთავარი ბომბდამშენი თვითმფრინავი იყო, რომელიც საბჭოთა და რუსულ სამხედრო-საჰაერო ძალებში 1975 წლიდან გამოიყენებოდა. ამჟამად რუსეთს „სუ-24“-ის განახლებული ვერსია აქვს. ის აზერბაიჯანის, ალჟირის, ირანის, სირიის, სუდანისა და უკრაინის შეიარაღებაშიც შედის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]