weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ავტონომიის მოპოვებაზე იტალიის ორ რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება

16:53 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017 hits 1461

22 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოსა და ლომბარდიაში ცენტრალური ხელისუფლებისგან ავტონომიის მოპოვების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ავტონომიის მოთხოვნის უკან მემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენლები დგანან. 1990-იან წლებში ამ პარტიას ჩრდილოეთ რეგიონების იტალიისგან გამოყოფის და პადანიის რესპუბლიკის ჩამოყალიბების ინიციატივა ჰქონდა.

ამჯერად პარტია იტალიის უმდიდრესი რეგიონების დამოუკიდებლობას არა, თუმცა რიგ სფეროებში მეტ ავტონომიას ითხოვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა. ვენეტოს და ლომბარიის რეგიონებს სურთ, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი დაიტოვონ და გადასახადების სახით ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ გადაურიცხონ. როგორც ვენეტო, ისე ლომბარია იტალიის უმდიდრესი რეგიონებია.

რეგიონებში დაახლოებით 11 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]