weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

„ეხო მოსკვის“ წამყვანს თავს დაესხნენ

17:40 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017 hits 1399

მოსკოვში რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ წამყვანს, ტატიანა ფელგენგაუერს რედაქციაში თავს დაესხნენ. რადიოს მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიკტოვის ინფორმაციით, რედაქციაში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტს ყელში დანა ჩაარტყა. ვენედიკტოვმა მომხდარს „შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმა“ უწოდა.

დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. თავდასხმის შესაძლო მოტივად „პირადი სიძულვილი“ განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]