weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტივენ სიგალი უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს

17:42 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ამჟამად კი უკვე რუსეთის მოქალაქე სტივენ სიგალი უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) იგი ეროვნულ საფრთხედ შეაფასა. ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სიგალი ე.წ. შავ სიაში იმ სხვა რამდენიმე კულტურის მოღვაწესთან ერთად შეიყვანეს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა 5 წლით აეკრძალათ.

უკრაინის მხრიდან გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტივენ სიგალმა სოციალურად საშიში ქმედებები ჩაიდინა, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების შენარჩუნების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

65 წლის სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქის პასპორტი პირადად პუტინისგან კრემლში საგანგებო შეხვედრის დროს გასული წლის ნოემბერში მიიღო და ამ მხრივ ფრანგ კინოვარსკვლავ ჟერარ დეპარდიეს, ამერიკელ მოკრივე როი ჯონსსა და MMA-სპორტსმენ ჯეფ მონსონს შეუერთდა, რომელთაც უკანასკნელ წლებში ასევე მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ სიგალი უკანასკნელ წლებში რუსეთში რეგულარულად ჩადიოდა სტუმრად და პუტინთან, ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვთან დაახლოვდა. 2013 წელს მან რუსეთის პრეზიდენტს „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“ უწოდა და არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]