weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის დროს თავდასხმით ემუქრება

14:33 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017 hits 1489

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისადმი მუქარის წერილი გაავრცელა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახულია სტადიონის წინ მდგარი შეიარაღებული ჯიჰადისტი ნაღმთან ერთად. სურათზე ასევე დართულია მუნდიალის ოფიციალური ლოგო, რომელსაც ცეცხლი უკიდია.

ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ასევე გამოაქვეყნა ლიონელ მესის ფოტო, რომელზეც ფეხბურთის სუპერვარსკვლავს პატიმრის სამოსი აცვია და ცალი თვალიდან სისხლი სდის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი სანკტ-პეტერბურგი უკვე გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტის მსხვერპლი, როდესაც მიმდინარე წლის 3 აპრილს, ჩემოდანში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]