weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Twitter-მა  Russia Today-სა და Sputnik-ის რეკლამები დაბლოკა

21:30 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017
ფოტოზე Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი ფოტოზე Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი

კომპანია Twitter-მა რუსული საინფორმაციო სააგენტოების Russia Today-სა და Sputnik-ის ანგარიშებიდან ყველანაირი რეკლამა დაბლოკა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ მედია კომპანიების შესაძლო ჩარევის გამო მიიღეს.

Twitter-ის განცხადებით, მათ შეისწავლეს 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია და დაზვერვის ანგარიში, რომლითაც ირკვევა, რომ როგორც Russia Today-ი, ისე Sputnik-ი ცდილობდნენ რუსეთის ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩარევას.

რუსული საინფორმაციო საშუალებების რეკლამის დაბლოკვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Russia Today-მ გამოაქვეყნა სტატია თუ როგორ ცდილობდა Twitter-ი Russia Today-ს დაყოლიებას ამერიკის არჩევნების დროს დიდი ფული დაეხარჯა რეკლამაზე.

ცნობილია, რომ 2011 წლიდან Russia Today-ს რეკლამებიდან შემოსულ 1.9 მილიონ დოლარს Twitter-ი ქველმოქმედებაში დახარჯავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]