weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საუდის არაბეთში ზომიერ ისლამს დავაბრუნებ – პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

15:25 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, 32 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მიიჩნევს, რომ ირანის რევოლუციის გავლენით ბოლო 30 წელი მისი ქვეყანა ძალიან კონსერვატიული იყო. მან პირობა დადო, რომ საუდის არაბეთში ზომიერ ისლამს დააბრუნებს.

პრინცმა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა საუდის არაბეთი ღია საზოგადოებად გადააქციოს. მისი თქმით, ამ გზით მოქალაქეებს თვითგანვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო ქვეყანა ახალ ინვესტიციებს მიიზიდავს.

„ის, რაც ბოლო 30 წელში მოხდა – არ არის საუდის არაბეთი. რაც რეგიონში ბოლო 30 წელში მოხდა - არ არის ახლო აღმოსავლეთი. 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ხალხს სურდა ამ პოლიტიკური მოდელის გადაღება სხვადასხვა სახელმწიფოში, ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო იყო საუდის არაბეთი. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვებრძოლა მასთან და პრობლემა გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ახლა დადგა დრო, რომ გავთავისუფლდეთ მისგან“, – განაცხადა პრინცმა ბრიტანულ გამოცემა Guardian–თან ინტერვიუში.

მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საუდის არაბეთი, რომელიც დიდი ოცეულის წევრია და რომელსაც მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი ეკონომიკა აქვს, შეიცვლება უკეთესობისკენ, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს შეცვლასაც.

„ჩვენ უბრალოდ ვუბრუნდებით იმას, რასაც მივსდევდით – ზომიერ ისლამს, რომელიც ღიაა მსოფლიოსთვის და ყველა რელიგიისთვის. საუდის არაბეთის მოსახლეობის 70% 30 წლამდეა. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვინდა ჩვენი ცხოვრების 30 წელი ექსტრემისტულ მოსაზრებებთან ბრძოლაში დავკარგოთ, ჩვენ მათ ახლა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, – აღნიშნა პრინცმა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანია სოციალური ტრანსფორმაციაც. „ვერ მიაღწვთ ერთს მეორის გარეშე. სოციალური ტრანსფორმაციის სიჩქარე მნიშვნელოვანია“.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში დაძლიეს სოციალური ტაბუ, რომლითაც ქალებისთვის ავტომობილის მართვა აკრძალული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]