weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

ესპანეთის პრემიერმა ბათილად გამოაცხადა კატალონიის დამოუკიდებლობაზე გამართული კენჭისყრა

10:45 შაბათი, 28 ოქტომბერი 2017 hits 1346

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის განცხადებით, მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი.

რახოის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კატალონიის პარლამენტმა 70 ხმით ათის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

27 ოქტომბერს მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ტელევიზიით გამოსვლისას, რახოიმ დასძინა, რომ 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ამით რეგიონის ხელისუფლება ლეგიტიმურობას დაიბრუნებს.

პარასკევს ესპანეთის სენატმა 214 ხმით 47-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კატალონიაზე მადრიდის უშუალო კონტროლის დამყარებას, ავტონომიის ლიდერ კარლეს პუჩდემონის გადაყენებასა და რეგიონის მთვრობის დაშლას. ესპანეთის პროკურატურის განცხადებით, პუჩდემონის წინააღმდეგ აღძრულ იქნება საქმე ამბოხის მოწყობის მცდელობის ბრალდებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]