weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კატალონიის ყოფილ ლიდერზე დაპატიმრების ორდერი გაიცა

11:32 შაბათი, 04 ნოემბერი 2017

კატალონიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუჩდემონზე ესპანეთის მოსამართლემ დაპატიმრების ორდერი გასცა. ცნობა პუჩდემონის ბელგიელმა ადვოკატმა ფლანდრიის ტელევიზიას 2 ნოემბერს, გვიან საღამოს მიაწოდა. პუჩდემონსა და მისი დამხობილი მთავრობის ოთხ წევრზე ორდერების გაცემას ესპანეთის პროკურორები მოითხოვდნენ.

2 ნოემბერს მადრიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე ხსენებული ხუთი კატალონიელი პოლიტიკოსიდან არცერთი არ გამოცხადდა. მათ ამბოხებაში, ხელისუფლების მიმართ ამბოხებისკენ მოწოდებასა და საჯარო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებდნენ ბრალს, კამათის საგნად ქცეული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნისთვის 1-ელ ოქტომბერს.

რეგიონული მთავრობის კიდევ ცხრა წევრი კი დაკითხვაზე გამოცხადდა. მათგან რვა ციხეში გირაოს შეფარდების გარეშე გაუშვეს, მეცხრეს კი 50 000 ევროს ოდენობის გირაო შეუფარდეს.

კარლეს პუჩდემონის ადვოკატი ამბობს, რომ ესპანეთის სასამართლო სისტემა სავარაუდოდ მალე გაუგზავნის ექსტრადიციის მოთხოვნას ბრიუსელის პროკურორებს, თუმცა პუჩდემონი ბელგიაში დარჩება და გაასაჩივრებს ექსტრადიციას.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეფერენდუმმა ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, მადრიდმა დროებით გააუქმა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონის ავტონომია, დაითხოვა მისი ლიდერები და დეკემბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]