weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას ივნისიდან შეძლებენ

13:47 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელს 17 მაისს, სტრასბურგში მოაწერენ. დოკუმენტი ძალაში 11 ივნისს შევა.

„ჩვენ ეს შევძელით! ახლახანს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ საბოლოოდ დაუჭირა მხარი ჩვენი, უკრაინის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლებას. როგორც ჩვენს ევროპელ მეგობრებთან შევთანხმდით, 17 მაისს, სტრასბურგში შესაბამის საკანონმდებლო აქტს საზეიმოდ მოვაწერთ ხელს. ალბათ, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება პრეზიდენტობის სამი წლის განმავლობაში“, - ამბობს პეტრო პოროშენკო.

აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს ხელი ევროპარლამეტის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც ის ევროკავშირის საინფორმაციო ჟურნალსი გამოქვეყნდება.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ ბიომეტრიული პასპორტი 3.3 მილიონმა უკრაინელმა აიღო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]