weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საწამლავი, რომელიც გენერალმა პრალიაკმა სასამართლოში დალია, ციანიდი იყო

11:31 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

საწამლავი, რომელიც ბოსნიელი ხორვატების ყოფილმა გენერალმა, სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლებულმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლო დარბაზში დალია, კალიუმის ციანიდი იყო. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჰოლანდიელმა ექსპერტებმა ექსპერტიზის შემდეგ განაცხადეს.

პროკურორის ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერების დალევამ გულის უკმარისობა გამოიწვია, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა შიდა გამოძიება დაიწყო და სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაირკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა პრალიაკის ხელში კალიუმის ციანიდი.

72 წლის გენერალმა სლობოდან პრალიაკმა კალიუმის ციანიდი ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ დალია. ის 2013 წელს მისთვის მისჯილ 20-წლიან პატიმრობას ასაჩივრებდა, თუმცა ტრიბუნალმა სარჩელი არ დააკმაყოფილა, ის დამნაშავედ ცნო 90-იან წლებში, ბოსნიის ომის დროს, ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ სამხედრო დანაშუალის ჩადენაში და სასჯელი ძალაში დატოვა. პრალიაკი თავს დამნაშავედ არ სცნობდა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ქალაქ მოსტარში ათასამდე ხორვატი შეიკრიბა და პრალიაკის ხსოვნას პატივი მიაგო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]