weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2022

კოსტა რიკაში ზვიგენმა ამერიკელი ტურისტი იმსხვერპლა

12:47 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 hits 1564

კოსტა რიკის კუთვნილი კუნძულის სანაპიროსთან 49 წლის ამერიკელი ქალი ტურისტი ზვიგენმა იმსხვერპლა. ინციდენტი ამ ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელი 400 წლის მანძილზე მხოლოდ მე-5 ფატალური შემთხვევაა.

ტურისტ ქალს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ვულკანური კუნძულის, ქოქოსის მახლობლად დაივინგის დროს ვეფხვისებრი ზვიგენი (Galeocerdo cuvier) დაესხა თავს. სხეულის დაზიანებები ასევე მიიღო მისმა 26 წლის გიდმა.

ბიოლოგებისა და სპეციალისტების შეფასებით, ვეფხვისებრი ზვიგენი როგორც წესი ადამიანს თავს არ ესხმის, ამიტომაც ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ზვიგენის მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმით მოხდა, საკმაოდ იშვიათ მოვლენად შეფასდა.

ზვიგენის აღნიშნული სახეობა კუნძულ ქოქოსზე 30 წლის განმავლობაში იყო გამქრალი და სანაპირო წყლებში ის მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]