weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საუდის არაბეთში 2018 წლიდან კინოთეატრები გაიხსნება

14:06 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2018 წელს კომერციული კინოთეატრების გახსნაზე დაახლოებით 30 წლის წინ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება. კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, ლიცენზიის გაცემა დაუყოვნებლივ დაიწყება და პირველი კინოთეატრები 2018 წლის მარტში გაიხსნება.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის სოციალური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამის „ხედვა 2030“-ის ნაწილია.

კონსერვატიულ მუსლიმურ სამეფოში კინოთეატრები 1970-იან წლებში არსებობდა, მაგრამ სასულიერო პირებმა ხელისუფლება დაარწმუნეს მათი დახურვის მიზანშეწონილობაში. 2017 წლის იანვარში, მთავარმა მუფტმა აბდულ აზიზ ალ ალ-შეიხმა განაცხადა, რომ კინოთეატრი „უზნეობაა“ და თუ ნებადართული იქნება, ხალხს „მორალურად გახრწნის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]