
დენიელ კალიში - ადელაიდა, ავსტრალია: კრიკეტის მატჩი ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის.

ჟეფ პაშუ - ვალ-ტორენი, საფრანგეთი: მოთხილამურე მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაზე.

აბას მომანი - რამალა, პალესტინა: ადგილობრივი დემონსტრანტები ისრაელის პოლიციის სპეცრაზმელებთან შეტაკებისას დამწვარი საბურავების შავი კვამლის ფონზე.

ხალედ აბდულა - სანა, იემენი: ჰუთისტი მეამბოხე იარაღით ხელში ზეიმობს ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მოკვლას.

სუსანა ვერა - კოქსის ბაზარი, ბანგლადეში: როჰინჯა მუსლიმების რიგი ბალუხალის ლტოლვილთა ბანაკში.

ივან დამანიკი - კარო, ინდონეზია: ფერმერი მინდორში გადაადგილდება მთა სინაბურგიდან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის ფონზე.

ექტორ რატამალი - პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი: სახლის ასაშენებლად საჭირო ქვა ქალს თავით მიაქვს.

კრისტიან მირანა - პუკონი, ჩილე: ვილარიკას ვულკანი გამოღვიძებისას.

ნოა ბერგერი - ვენტურა, კალიფორნია: 466 კვ კმ-ზე გაჩენილი ხანძარი.

AFP - ბაიკონური, ყაზახეთი: საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიციის წევრები რუსეთის წინამძღოლობით გასაფრენად ემზადებიან.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 