weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ჯარისკაცი მოკლეს

12:11 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტაზე ზავი მრავალჯერ დაარღვიეს, სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სეპარატისტებმა 14 ჭურვი ისროლეს და მძიმე არტილერია გამოიყენეს, სეპარატისტები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალჯერ დაარღვის ზავი, გამოიყენეს საიერიშო შაშხანები, ყუმბარმტყორცნები, ჭურვები და არტილერია.

მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე ბოლო შეთანხმება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბრის დროს შედგა.

ცნობილია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებულ შეტაკებებს 10 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]