weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2021

კატალონიის არჩევნებში სეპარატისტები იმარჯვებენ

12:30 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017 hits 1132

კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში სეპარატისულად განწყობილი პარტიები იმარჯვებენ. წინასწარი შედეგებით, ბიულეტინების 96%-ის დათვლის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 135 ადგილიდან 70-ს ის სამი პარტია მიიღებს, რომლებიც ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფას უჭერენ მხარს.

21 დეკემბრის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე და ასევე, ესპანეთის შემადგენლობაში ავტონომიის შენარჩუნების მხარდამჭერი პარტიები.

კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის პარტიას „ერთად კატალონიისთვის“ (JxCat) ხმების უმრავლესობა აქვს მიღებული. მას მოსდევს კიდევ ორი სეპარატისტული პარტია. ასევე ლიდერობს პარტია „მოქალაქეები“ (Ciudadanos), რომელიც კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. ამ პარტიამ ხმების 25% მოაგროვა და პარლამენტში სავარაუდოდ 36 მანდატით მოხვდება.

პუჩდემონმა არჩევნების შედეგები შეაფასა როგორც კატალონიის რესპუბლიკის გამარჯვება და ესპანეთის სახელმწიფოს მარცხი.

ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოცხადა ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. მადრიდმა რეფერენდუმს უკანონო უწოდა და კატალონიას ავტონომია გაუუქმა. რეგიონული პარლამენტი დათხოვნილი იქნა, ხოლო ადგილობრივი მთავრობა გადაყენებული. კატალონიის მთავრობის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი ოთხ მინისტრთან ერთად ბელგიაში გაიქცა, საიდანაც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]