weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კოპტების ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად ეგვიპტეში 10 ადამიანი დაიღუპა

12:02 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსთან მდებარე კოპტების ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეცაა.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მეორე თავდამსხმელმა ჯერ მიმალვა შეძლო, მაგრამ მოგვიანებით მაინც დააკავეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში კოპტებზე თავდასხმა უკვე რამდენჯერმე მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

კოპტი ქრისტიანები ეგვიპტის 93 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ.
 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]