weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

35-წლიანი აკრძალვის შემდეგ საუდის არაბეთში ფილმების საჯარო ჩვენება დაუშვეს

12:48 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

საუდის არაბეთში 35-წლიანი აკრძალვა გაუქმდა და კინოთეატრებში ფილმების საჯარო ჩვენება ლეგალური გახდა. პირველი ფილმი, რომელიც ქვეყანაში აკრძალვის გაუქმების შემდეგ 13 იანვარს გაუშვეს, 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ (The Emoji Movie) იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კინოთეატრების განახლება და ახლების აშენება უკვე დაწყებულია და 2030 წლისთვის ქვეყანაში 300 კინოთეატრი, სულ კი ჯამში 2000 კინოდარბაზი იმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საუდი არაბეთში ხსენებული აკრძალვა გაუქმდა, ცენზურა მაინც იმოქმედებს და ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ იმ კინოსურათებს აჩვენებენ, რომლებიც საუდის არაბეთის კულტურულ სტანდარტებს შეესაბამება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]