weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შოტლანდიელ პოლიციელებს სათამაშო ვეფხვი ნამდვილი ეგონათ

16:24 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

როდესაც შოტლანდიელმა ფერმერმა ბრიუს გრაბმა ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა, რომ მის კუთვნილ ეზოში ვეფხვი იყო, სამართალდამცავები მაშინვე მივიდნენ ორასამდე მსხვილფეხა საქონლის მეპატრონესთან, თუმცა თითქმის ერთსაათიანი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვეფხვი სინამდვილეში ფაფუკი სათამაშო იყო.

„ცხოვრებაში ამხელა შიში არ მიჭამია. კოტეჯიდან გამოვედი, რათა მაკე ძროხები შემემოწმებინა, ფანარი რომ ავანთე კი ვეფხვი დავინახე.“ - ამბობს 24 წლის ფერმერი.

აბერდინის პოლიციის დივიზიის შეიარაღებული ოფიცრები ადგილზე მისვლისას ადგილობრივ ზოოპარკსაც დაუკავშირდნენ, რათა გაერკვიათ, ვეფხვი ვოლიერიდან ხომ არ იყო გაქცეული. 45 წუთზე მეტ ხანს დაკვირვების შემდეგ კი პილიციელებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა ფერმერს უბრალოდ ვიღაც გაეხუმრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]