weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს

11:12 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, კრუგერის ეროვნულ პარკში ბრაკონიერი, რომელიც ქალაქ ჰუდსპრუიტის მახლობლად ლომებზე არალეგალურად ნადირობდა, ლომებმა შეჭამეს.

ლიმპოპოს პროვინციის პოლიციის წარმომადგენელ მოაჩე ნგოეპეს თქმით, ბრაკონიერისგან მხოლოდ თავი, მცირე ნარჩენები, შაშხანა და ამუნიცია დარჩა, რომელიც პარკში იპოვეს. პოლიცია მსხვერპლის ვინაობას არ ამხელს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინცია ლიმპოპო უკანასკნელ წლებში ლომებზე უკანონო ნადირობის ზონად იქცა. ბრაკონიერები „დიდ კატებზე“ ნადირობენ როგორც მხოლოდ სურვილის გამო (ე.წ. Trophy Hunting), ასევე - ტრადიციული აფრიკული მედიცინისთვის, რადგან ადგილობრივ სახალხო მედიცინაში ლომის სხეულის ნაწილები გამოიყენება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]