weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ავიაკატასტროფის შედეგად ირანში 66 ადამიანი დაიღუპა

14:17 კვირა, 18 თებერვალი 2018

ირანის მთებში დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ისპაჰანის პროვინციაში კომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა.

ავიაკატასტროფა ზაგროსის მთებში, ქალაქ სემირომთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე აფრინდა, მოგვიანებით რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 60 მგზავრი, ორი პილოტი, ორი უსაფრთხოების თანამშრომელი და ორი გამყოლი იმყოფებოდა.

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ვერტმფრენს ხელი შეუშალა.

BBC-ის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი (ATR 72-500) 20 წლის იყო.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]