weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეირანში სუფიებისა და პოლიციელების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

20:41 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

ირანის პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქ თეირანში უსაფრთხოების ძალების 5 წევრი დაიღუპა მუსლიმი სუფიების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის 19 თებერვალს მომხდარი შეტაკებებისას. ინციდენტისას სამასზე მეტი პირი დააკავეს.

აღმოსავლეთ ირანის ქალაქ გონაბადის სუფიზმის ორდენის წევრების განცხადებით, მოკლულია მათი სულ მცირე ერთი წარმომადგენელი.

გავრცელებული ინფორმაციით, თეირანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან სუფიების საპროტესტო აქცია მათი თემის წარმომადგენლის, 72 წლის ნემათოლა რიაჰის დაკავების გამო დაიწყო. მოგვიანებით სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია ავტობუსის შეჯახება პოლიციელთა ჯგუფთან.

თეირანში მომხდარ სამართალდამცავებთან შეტაკებებს წინ უძღოდა სუფიების მჯდომარე აქცია მათი ლიდერის, 90 წლის ნურალი ტაბანდეს სახლთან. სუფიები შიშობდნენ, რომ პოლიცია ტაბანდეს დაკავებას გეგმავდა.

სუფიზმი ისლამის შინაგანი, მისტიკური და ფსიქო-სულიერი სწავლებაა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]