weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პერუში ავტობუსის ავარიას 44 ადამიანი ემსხვერპლა

14:24 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

სამხრეთ პერუს მაღალმთიან რეგიონში ავტობუსის ავარიას 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თვითმხილველთა თქმით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ტრანსპორტი გზიდან ხევში, 100 მეტრის ქვემოთ ჩავარდა.

ავტობუსში მყოფთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა მასში სავარაუდოდ 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ავტოკატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პერუში მსგავსი ინციდენტი წელს უკვე მეორეა - იანვარში მომხდარ ავტობუსის კატასტროფას 51 ადამიანი ემსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]