weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

დონალდ ტრამპმა მასწავლებლების მიერ სკოლაში იარაღის ტარების იდეას მხარი დაუჭირა

14:37 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 hits 996

ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ.

ტრამპი თეთრ სახლში პარკლენდის სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დაღუპული მოსწავლეების მშობლებს შეხვდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, სისტემა, რომლითაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის მსურველებს ამოწმებენ, უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან მკაცრად შევამოწმებთ მათ, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხრივ. თქვენ რომ გყოლოდათ მასწავლებელი, რომელმაც იცის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, სრულიად შესაძლებელია, რომ საკმაოდ სწრაფად შეეჩერებინა თავდასხმა“, - განაცხადა ტრამპმა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს უარყოფდა ბრალდებას, რომ საკლასო ოთახებში იარაღის შეტანის იდეის მხარდამჭერი იყო.

14 თებერვალს პარკლენდის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 19 წლის ნიკოლას კრუზმა 17 ადამიანი მოკლა. მოსწავლეები, რომლებიც ამ მასობივი მკვლელობის მომსწრეები გახდნენ, კანონმდებლებს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]