weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთში ხანძრებს 15 ადამიანი ემსხვერპლა

15:36 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძრების შედეგად. ქალაქ ჩუსოვოიში ღამით ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. ხანძარი ბინაში, სავარაუდოდ გათბობის მიზნით ჩართულ მდგომარეობაში მყოფმა ელექტროქურამ გამოიწვია.

მეორე ხანძარმა კრასნოდარში მამაკაცი და ორი ბავშვი იმსხვერპლა. ტრაგედია ასევე დატრიალდა 26 თებერვალს ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მწყობრიდანაა გამოსული გათბობის ცენტრალური სისტემები, საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული დენისა და გაზის გამათბობლები კი ხშირად იწვევენ ხანძარს, აფეთქებასა და სიცოცხლისათვის საზიანო აირების გაჟონვას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]