weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ერდოღანს სურს, რომ თურქეთში ცოლ-ქმრული ღალატის კრიმინალიზება მოხდეს

02:59 პარასკევი, 02 მარტი 2018

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო 2004 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ცოლ-ქმრულ ღალატზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე უარის თქმა. ერდოღანის აზრით, ეს საკითხი უნდა გადაიხედოს და მრუშობა კვლავ დასჯადი გახდეს.

„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან დროულია მრუშობის საკითხზე ვიმსჯელოთ, რადგან ჩვენი საზოგადოება მორალური ღირებულებების თვალსაზრისით განსხვავებულ მდგომარეობაშია. ეს ძალიან ძველი თემაა და 2004 წელს უკვე იყო ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს შორის, მაგრამ მაშინ უარი ვთქვით და მოვიქეცით ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, შევცდით“, - ციტირებს ერდოღანის კომენტარს Independent-ი.

თურქეთში ცოლ-ქმრული ღალატისთვის 3 წლამდე პატიმრობა იყო გათვალისწინებული. 1996 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ღალატის შესახებ კანონი გააუქმა იმაზე მითითებით, რომ უფრო მეტი ქალი ისჯებოდა, ვიდრე კაცი. ქალებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ღალატის პირველივე ფაქტზე, კაცები მხოლოდ მაშინ ისჯებოდნენ, თუ დამტკიცდებოდა, რომ ცოლს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღალატობდნენ.

2004 წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ცოლ-ქმრული ღალატის და ქორწინების გარეშე სექსის კრიმინალიზაცია მომხდარიყო. მაშინ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე თურქეთმა უარი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო თქვა. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ასეთი კანონი შეამცირებდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]