weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

ლონდონელმა მყიდველმა £113 მილიონად პიკასოს 13 ნახატი შეიძინა

15:29 პარასკევი, 02 მარტი 2018 hits 2972

ლონდონელმა არტ-კურატორმა ჰარი სმიტმა მდიდარი ანონიმური კლიენტების სახელით 113 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა პაბლო პიკასოს 13 ნამუშევრის შესაძენად.

ხელოვნების ნიმუშების შეფასებისა და შეძენის გლობალური ლიდერი ფირმის, „გურ ჯონსის“ კურატორის მიერ ნაყიდ შედევრებს შორისაა 1937 წლით დათარიღებული „მარი-ტერეზა უოლტერის პორტრეტი“, რომელიც ჰარი სმიტმა სოთბის აუქციონზე 49 მილიონი ფუნტად შეიძინა, მასთან ერთად კი სამი სხვა ნახატიც იყიდა. დანარჩენი ცხრა ნამუშევარი ჰარი სმიტმა ქრისტის აუქციონზე შეიძინა.

ჰარი სმიტი არ ამხელს საერთო ჯამში დახარჯული 113 მილიონი გირვანქა სტერლინგის უცნობ გადამხდელთა ვინაობას.

„პიკასო მე-20 საუკუნის ხელოვნების გიგანტია, მისი ნამუშევრები კი ხელოვნების მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან აღაფრთოვანებს“, - განაცხადა ჰარი სმიტმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]