weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პაციენტის სიკვდილის გამო უკრაინაში ნოვოკაინის მოხმარება აიკრძალა

15:53 შაბათი, 03 მარტი 2018

უკრაინის მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა დროებით აკრძალა პრეპარატის „ნოვოკაინ-დარნიცას“ მოხმარება და რეალიზაცია. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნოვოკაინის გამოყენების შედეგად პაციენტი დაიღუპა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საექსპერტო ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე, მედიკამენტების კონტროლის სამსახურის 2 მარტის განკარგულებით, აიკრძალა პრეპარატის სერია VU 181217. ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ მედიკამენტების რეალიზაციას, შენახვასა და გამოყენებას, ვალდებული არიან შეამოწმონ, ფლობენ თუ არა დასახელებული სერიის მედიკამენტს. აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატი კარანტინში უნდა მოათავსონ და ფაქტის შესახებ სახელმწიფო სამსახურს შეატყობინონ.

ნოვოკაინი გამოიყენება როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. პრეპარატს, რომელიც უკრაინაში აიკრძალა, ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“ აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]