weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

18:15 სამშაბათი, 13 მარტი 2018
ფოტოზე დონალდ ტრამპი და რექს ტილერსონი ფოტოზე დონალდ ტრამპი და რექს ტილერსონი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახლა უკვე ყოფილი დირექტორი, მაიკ პომპეო დანიშნა.

სახელმწიფო მდივნის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„მაიკ პომპეო ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ის შესანიშნავად გაუმკლავდება ამ სამუშაოს. მადლობა რექს ტილერსონს მსახურობისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად ჯინა ჰასპელი დაინიშნება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევვა, როდესაც CIA-ს ქალი უხელმძღვანელებს.

ტრამპსა და ტილერსონს შორის არსებულ უთანხმოებაზე დასავლური პრესა პერიოდულად წერდა, თუმცა ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებდა, რომ პრეზიდენტთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.

რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად 2017 წლის 1-ელ თებერვალს დაინიშნა. მანამდე, 42 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანიაში Exxon Mobil-ში მუშაობდა, სადაც პასუხისმგებელი იყო Exxon-სა და „გაზპრომს“ შორის ურთიერთობების განვითარებაზე. როგორც „ბი ბი სი“ წერს, ტილერსონი რუსეთში დაჯილდოვებულია „მეგობრობის ორდენით“ და მას ახლო ნაცნობობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]