weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დონალდ ტრამპი ისრაელში „გადამწყვეტი შეთანხმების“ მისაღწევად ჩავიდა

15:12 ორშაბათი, 22 მაისი 2017

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ისრაელს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ტრამპის მიზანი, მისივე თქმით, პალესტინელებსა და ისრაელს შორის გადამწყვეტი შეთანხმების საქმეში წინსვლაა.

ტრამპი ცალ-ცალკე შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს, რათა ახალი იმპულსი მისცეს სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც 2014 წლის შემდეგ ჩიხშია შესული.

ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩევლებმა განაცხადეს, რომ დიდ გარღვევას არ უნდა მოველოდეთ, რადგან აღნიშნული ვიზიტი უფრო სიმბოლური ხასიათისაა.

ებრაულ გაზეთ „ისრაელ ჰაიომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის ელჩი ისრაელში, დევიდ ფრიდმანი აცხადებს, რომ ტრამპის მიზანი ახლა უბრალოდ იმ დისკუსიის დაწყებაა, რომელიც იმედია ორ მხარეს მშვიდობამდე მიიყვანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]