weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარკ ცუკერბერგმა შეცდომებზე ისაუბრა

12:59 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვას გამოეხმაურა და მათ Facebook-ის პირადი გვერდიდან მიმართა.

ცუკერბერგმა აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და პრობლემის მოსაგვარებლად წინსვლა სჭირდება. Facebook-ის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ სიტუაციას სწავლობს და სურს დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

„ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი მონაცემების დაცვაზე და თუ ამას თავს ვერ გავართმევთ, არ ვართ იმის ღირსი რომ გემსახუროთ“ - ნათქვამია მარკ ცუკერბერგის განცხადებაში.

ცუკერბერგის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვან ზომებს ჯერ კიდევ წლების წინ მიმართეს, თუმცა შეცდომებიც დაუშვეს და ამიტომ, მეტის გაკეთებაა საჭირო. კომპანია შეზღუდავს აპლიკაციების შემქმნელთა წვდომას მომხმარებელთა პირად მონაცემებზე და მათთან შეთანხმების გაფორმების ვალდებულებას დააკისრებს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირის მქონე ბრიტანულმა კომპანიამ Cambridge Analytica, Facebook-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას პირად მონაცემებზე დაყრდნობით, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

ბრიტანულმა ტელეკომპანი Channel 4-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა ორასზე მეტ საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის ჩეხეთში, არგენტინაში, ინდოეთში, ნიგერიასა და კენიაში. გამოძიების თანახმად, ბრიტანული კომპანია დაკავებული იყო ქრთამის მიცემითა და კანდიდატების შესახებ ცრუ ინფორმაციის და კომპრომატების გავრცელებით.

Facebook-ის გამოყენებით მონაცემების გაჟონვის გამო, მარკ ცუკერბერგი განმარტებისთვის დაიბარა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]