weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სმარტფონის აფეთქებით ინდოეთში 18 წლის გოგონა დაიღუპა

16:01 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდისაში მდებარე ერთ-ერთ სოფელში 18 წლის გოგონა სახელად უმა ორამი სმარტფონის აფეთქებისგან მიღებული დაზიანებებით დაიღუპა. გოგონას ძმის თქმით, უმა ორამი ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც იგი დასატენად ჩართო და მყისიერად აფეთქდა.

თინეიჯერმა გოგონამ გონება დაკარგა და ხელის, მკერდისა და ფეხის დამწვრობები მიიღო, სავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სმარტფონი, რომლის ბატარეის აფეთქებამ უმა ორამი იმსხვერპლა, Symbian OS-ის ოპერატიული სისტემის მქონე Nokia 5233 გახლავთ. ფინურმა კომპანია HMD Global-მა, რომელიც Nokia-ს ბრენდით აწარმოებს ტექნიკას, განაცხადა, რომ ინდოელი გოგონას კუთვნილ ტელეფონს ორიგინალი კომპონენტები არ ჰქონდა და საეჭვო იყო მისი ბატარეის ხარისხი, ამან კი ფატალური შედეგი გამოიწვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]