ლუსი ნიკოლსონი - ლოს ანჯელესი, კალიფორნია: აზიიდან ჩასული ოჯახი საემიგრაციო სამსახურში დონალდ ტრამპის გამსოახულებასთან პოზირებს.
ჟაკლინ მარტინი - ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: თამაში თოვლში შეერთებული შტატების დედაქალაქში.
ფილიმონ ბულავაიო - ჰარარე, ზიმბაბვე: ქალი პატიმრები ჩიკურუბის მკაცრი რეჟიმის კოლონიას ტოვებენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ 3000 პატიმარი შეიწყალა.
ენდი რეინი - ლონდონი, ინგლისი: პრემიერი ტერეზა მეი გასულ წელს მომხდარი ტერაქტისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგებს პატივს.
გიან ერენცელერი - გრაუბიუნდენი, შვეიცარია: ფერმერები ვენახში ყინვის საწინააღმდეგო სანთლებს ანთებენ.
ხოსე ხორდანი - ვალენსია, ესპანეთი: სამი მუშკეტერის გარეგნობის მქონე პუტინის ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სარკასტული ფიგურები ფალასის ფესტივალზე.
ილიას აქენგინი - დიარბაქირი, თურქეთი: ახალგაზრდა ქურთი ქალები ქუჩაში ქურთული ახალი წლის დადგომას ზეიმობენ.
ჰასან მოჰამედი - დუმა, სირია: ბიჭუნა ქუჩაში ავიაიერიშისას, რომელიც ანკლავ აღმოსავლეთ ღუტაში ჯერ კიდევ ხორციელდება.
Reuters - იანგონი, მიანმა: სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტსა და მის შვილს პოლიციელები სასამართლოს შენობიდან აცილებენ. ჟურნალისტი მიანმიდან გაძევებული როჰინჯიელი მუსლიმების უფლებების დამცველი კრიტიკული სტატიის გამო ასი დღით იყო დაპატიმრებული.
კიმიმასა მაიამა - ტოკიო, იაპონია: მოხუცი წყვილი გაყვავებული საკურების ფონზე.